მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიჩარდ ბრენსონი Virgin Galactic-ს საკუთარი სახსრებით აღარ დააფინანსებს

რიჩარდ ბრენსონი

გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა მოქალაქემ, სერ რიჩარდ ბრენსონმა განაცხადა, რომ მის კოსმოსურ კომპანია Virgin Galactics-ს საკუთარი სახსრებით აღარ დააფინანსებს, რადგან მის ბიზნესიმპერიას ამისთვის ფული აღარ აქვს. ამ კომპანიას, მოგეხსენებათ, რთული ფინანსური მდგომარეობა აქვს, რომლის გამო, Virgin Galactic-მა სამსახურიდან თანამშრომლები დაითხოვა და კომერციული ფრენები თვრამეტი თვით გადადო.

როგორც კომპანიაში ამბობენ, მოზიდული ფინანსები, ამ ეტაპზე, Virgin Galactic-ს 2026 წლამდე ეყოფა, როცა Delta-ს და Galactic-ის მიერ ერთობლივად წარმოებული დიდი ზომის თვითმფრინავებმა კომერციული ფრენები უნდა დაიწყოს, მაგრამ ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2025 წელს, კომპანია ახალ საინვესტიციო რაუნდს გამოაცხადებს.

“პანდემიის შემდეგ იმდენი ფული აღარ გვაქვს, რამდენიც გვქონდა, ხოლო დაახლოებით Virgin Galactic-ს მილიარდი დოლარი აქვს მოზიდული, რაც, ვფიქრობ, საკმარისია იმისთვის, რომ კომპანიამ მიზანს საკუთარი სახსრებით მიაღწიოს”, - განაცხადა რიჩარდ ბრენსონმა Financial Times-თან და დასძინა, რომ ეს პროექტი მას ჯერ კიდევ უყვარს, რადგან მან დაამტკიცა, რომ კომერციული კოსმოსური ფრენა შესაძლებელია.

ცნობისთვის გეტყვით, რომ რიჩარდ ბრენსონის ჰოლდინგური კომპანია Virgin Group-ი ჯერ კიდევ რჩება Virgin Galactic-ის უმსხვილეს აქციონერად, მიუხედავად იმისა, რომ 2020-2021 წლებში, კომპანიამ ერთი მილიარდი დოლარის აქციები გაყიდა. ამ დროისთვის, Virgin Group-ი კოსმოსური კომპანიის 7.7%-იან წილს ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები