Guardian-ის ცნობით, ლონდონში, ჰეროუს დასახლებაში, Metro Bank-ის ფილიალს მოულოდნელად, შუა დღეს, სამუშაო საათების პერიოდში უამრავი კლიენტი დაატყდა თავს. მიზეზი Whatsapp-ით გავრცელებული ინფორმცია გახდა, რომელიც მოქალაქეებს საფინანსო ინსტიტუტის დახურვის შესახებ ატყობინებდა. იუწყებოდნენ, რომ ბანკს, ფინანსური პრობლემები შეექმნა და გადახდისუუნარო ხდებოდა.
შეშფოთებული მოქალაქეები ბანკში მივიდნენ და შენახული ფულისა და ძვირადღირებული ნივთების გატანას ცდილობდნენ. ზოგ მათგანს რიგში დგომა 40 წუთზე მეტ ხანს მოუწია.
როგორც გაირკვა, ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა. ამ დრომდე გაურკვეველმა პიროვნებამ "ფეიქ ნიუსი" სავარაუდოდ, შეგნებულად გაავრცელა. ფაქტს პოლიცია გამოიძიებს.
ბრიტანელებმა Whatsapp-ით გავრცელებული ინფორმაციის სიცრუეში ეჭვი ვერ შეიტანეს, რადგან Metro Bank-ის აქციების ფასი მართლაც, მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე 80%–ით დაეცა, თუმცა ამის მიზეზი ინზოლვენციის საშიშროება არ არის. როგორც ბრიტანული მედია იუწყება, ბანკის პოპულარობა შესუსტებულია.

























