მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რიგი შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, კომენდანტის საათი ძალაში რჩება

60362ca87cf08
თათია ჩაფიჩაძე
24.02.21 14:35
1973
22:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე გადაადგილებაზე შეზღუდვა ძალაში რჩება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან განაცხადა.

„22:00 სთ-დან დილის 05:00 სთმდე გადაადგილებაზე შეზღუდვა ძალაში რჩება“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენდანტის საათი 2020 წლის 9 ნოემბერს 22:00 სთ-დან, 28 ნოემბრიდან კი გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 სთ-დან მოქმედებს.

შეგახასენებთ, რომ ხვალიდან, ასევე პირველი მარტიდან საქართველოში გარკვეული შეზღუდვები იხსნება - სამთო კურორტებზე სასტუმროები ამუშავდება, 8 მარტიდან გაიხსნება საბაგიროები, ბაღები 1 მარტიდან განაახლებენ საქმიანობას, უნივერსიტეტებში სწავლა 15 მარტიდან აღდგება, რესტორნების შიდა სივრცეები ბათუმში 1 მარტიდან, ხოლო სხვა ქალაქებში 8 მარტიდან ამოქმედდება  და ა.შ.

Covid-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები მსუბუქდება - სად, რა და როდიდან იხსნება?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები