მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიჟვაძე ხულოს მერიის თანამშრომლებზე დანამატების გაცემასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

5e8b8e441e456
BM.GE
07.04.20 00:15
1710
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ კომენტარი გააკეთა ხულოს მერიის თანამშრომლებზე დანამატების გაცემასთან დაკავშირებით. როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტეს რამდენიმე რიგით თანამშრომელზე გაიცა დანამატი, რომლის გაცემაც 2019 წლის განმავლობაში ტექნიკურად ვერ მოხერხდა. თუმცა დანამატის სახით გაცემული თანხა სრულად დაბრუნდა ბიუჯეტში.

„მაშინ როცა მთელი მსოფლიო ებრძვის ინფექციას და მაშინ როცა ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, ყოველდღიურად მძიმდება ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, აბსოლუტურად ვერ გავიზიარებ რომელიმე არგუმენტს პრემირებასთან ან წახალისებასთან დაკავშირებით.

მისასალმებელია თუ ვინმემ შეიგნო და მოახდინა აღნიშნული თანხის დაბრუნება ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამ მძიმე მდგომარეობაში დაუშვებელია წახალისების და პრემირების შემთხვევები, მიუხედავად იმისა იქნება ეს არჩეული თუ დანიშვნითი თანამდებობის პირები“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებელის პირველი არხის ეთერში.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები