"რიკო ჯგუფმა" ქუთაისში Courtyard Marriott-ის მშენებლობის პირველი სტადიის ნებართვა მიიღო.
როგორც კომპანია სოციალურ ქსელში წერს, მშენებლობა მომდევნო წლიდან დაიწყება.
"პროექტი შედგა! მშენებლობის პირველი სტადიის ნებართვა (გაპი) გაცემულია. რიკო ჯგუფი ქალაქ ქუთაისში Courtyard Marriott-ის 120-ნომრიან სასტუმროს ააშენებს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 35 მილიონია. მშენებლობა 2026 წლიდან დაიწყება",- აღნიშნავენ კომპანიაში.


























