მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რიკო კრედიტში” მძარცველი ყუმბარით შეიჭრა - ლაშა ნიკოლაიშვილი

5f828f6484c92
თელარა გელანტია
11.10.20 08:46
4390
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “რიკო კრედიტში” მძარცველი შეიჭრა” - ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელი ლაშა ნიკოლაიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს. 
 
მისი ინფორმაციით, შემთხვევა თბილისში, ვარკეთილის ფილიალში მოხდა. მსხვერპლი არ არის, თუმცა უცნობია, წაღებულია თუ არა თანხა. 
 
“მომხდარია შეირაღებული თავდასხმა ვარკეთილის ფილიალზე. მძარცველი შეიჭრა ყუმბარით და იარაღით. მსხვერპლი არ არის. სამწუხაროდ,  ვერ ვაწვდით ინფორმაციას “რიკო კრედიტ - rico credit”-ის Facebook-გვერდზე, რადგან Facebook-ის  გონიერმა თანამშრომლებმა გადაწყვიტეს,  რომ “რიკო კრედიტი” თავის ვებ-გვერდზე ხელს უწყობს კრიმინალს და გაგვიჩერეს “ფეისბუქის” ანგარიში. მომავალში უნდა ვიცოდეთ, რომ Facebook არ არის სულ მართალი, როცა ხურავს გვერდებს” - წერს ნიკოლაიშვილი. 
 
შემთხვევის ადგილზე უკვე იმყოფებიან სამართალდამცველები. 

განახლება: ლაშა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია. "რიკო კრედიტიდან" ფული წაღებული არაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები