საქართველოს მთავრობამ რიკოთის ჩუმათელეთი-ხევის მაგისტრალთან არსებული სარისკო ფერდობის გამაგრებისთვის ტენდერი გამოაცხადა.
შესყიდვის ღირებულება 64 მილიონ ლარს შეადგენს და მისი მეშვეობით ფერდობის სრული სტაბილიზაცია უნდა მოხდეს. ფერდობის დინამიკაში მოსვლა პირველად 2022 წლის ივნისში შენიშნეს, რის გამოც სახელმწიფომ გზაზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი დააწესა, მას შემდგომ მიმდინარეობდა ფერდობის მონიტორინგი და მთავრობის ინფორმაციით, მასზე ახალი მოძრაობა არ შემჩნეულა, რის გამოც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გზაზე გადაადგილების შეზღუდვები მოხსნა. პარალელურად მიმდინარეობდა ხევის სტაბილიზაციის პროექტის მომზადება, შესაბამისი შესყიდვა კი სახელმწიფომ 13 ნოემბერს გამოაცხადა. ტენდერს თან ახლავს 130-გვერდიანი დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია რა სახის საინჟინრო სამუშაოები უნდა ჩატარდეს ფერდობის გამაგრებისთვის, ასევე საინჟინრო მეთოდები, რომლის გამოყენებითაც კონტრაქტორმა განსაზღვრული ამოცანები უნდა შეასრულოს.ტენდერის თანახმად პრეტენდენტებს წინადადების წარდგენა 13 დეკემბრიდან 18 დეკემბრამდე შეეძლებათ.
რა ტიპის სამუშაოებია შესასრულებელი რიკოთის მაგისტრალზე და როგორ მიმდინარეობს კვლევების პროცესი?
სტუმარი: ნინო ჩხობაძე - „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე;