მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიკოთის მაგისტრალზე ფერდობის გამაგრება ₾62 მლნ დაჯდება - პროექტს ქართული კომპანია შეასრულებს

პროექტი რიკოთი

რიკოთის მაგისტრალის ჩუმათელეთი ხევის მონაკვეთზე არსებული სარისკო ფერდობის გამაგრებისთვის 2023 წლის ნოემბერში 64-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლენილია და აღნიშნულ სამუშაოებს 62 მილიონ ლარად ქართული სამშენებლო საინჟინრო კომპანია "ცეკური" შეასრულებს.

სარისკო ფერდობი თბილისი-სენაკი-ლესელიძის, ანუ აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალური მაგისტრალის 149-ე კილომეტრზე მდებარეობს. მასზე პირველად მეწყერი 2022 წლის ივნისში შენიშნეს, გამოც სახელმწიფომ გზაზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი დააწესა. ფერდობზე შემდგომი მოძრაობების არარსებობის გამო, გზაზე შეზღუდვები გასულ წელს მოიხსნა, ხოლო პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა ხევის სტაბილიზაციის პროექტის მომზადება, შესაბამისი შესყიდვა კი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ნოემბერში გამოაცხადა.

ტენდერში ორმა კომპანიამ - "ცეკურმა" და "ენერგონმა" მიიღეს მონაწილეობა, თუმცა გზების დეპარტამენტმა "ენერგონს" ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიანიჭა, შესაბამისად ტენდერში გამარჯვებულად "ცეკური" დასახელდა. "ენერგონი" სახელმწიფოს ამ ფერდობის გამაგრებას 58.8 მილიონ ლარად სთავაზობდა.

თუ გსურთ იყოთ ყოველთვის ინფორმირებული ბიზნესის სფეროში მიმდინარე მოვლენებზე, გაეცანით ახალი ამბები ბიზნესში რუბრიკას BMG-ის ვებგვერდზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები