მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რიკოთის უღელტეხილზე შეფერხება ხარჯებს საკმაოდ გვიძვირებს” - Georgian Bus

64b29fed6a4de
ნინი ლონგურაშვილი
15.07.23 18:15
4059

Georgian Bus-ის დამფუძნებელი შალვა ხუციშვილი ამბობს, რომ რიკოთის უღელტეხილზე შექმნილი შეფერხება, ბიზნესისთვის საკმაოდ დიდი გამოწვევაა და ხარჯებსაც აძვირებს. როგორც მან BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა, ალტერნატიული გზა - ჭიათურა-საჩხერე კი სავალალო მდგომარეობაში, რის გამოც მათ გადაადგილების პრობლემები ექმნებათ.

"რიკოთის საკითხი ძალიან პრობლემატურია. ჩვენთვის გაუგებარია დროში ლავირება, როდესაც დღისით დაშვებულია ტრანსპორტის გაშვება და საღამოს - შეჩერებული. ამის ლოგიკას ვერ ვხვდებით, რა ლოგიკით არის უსაფრთხო მხოლოდ დღისით გადაადგილება, მიუხედავად ბევრი მცდელობისა, სამწუხაროდ, კონკრეტულ პასუხს ვერ ვიღებთ.

ჭიათურა-საჩხერეს შემოვლითი გზა სავალალო მდგომარეობაშია და არის ვიწრო, ასევე, გადის ისეთ უღელტეხილზე, სადაც ნამქერი არის ძალიან დიდი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რიკოთი დაკეტილია, ხილვადობა ძალიან რთულია და მაღალ რისკებს შეიცავს იქ გადაადგილება. გვიწვეს დამატებითი მძღოლის აყვანა, რადგან ასეთ პირობებში გადაადგილება დამღლელია და ეს საკმაოდ გვიძვირებს ხარჯებს. ფინანსურად ბიზნესზე ძალიან დიდ ზეწოლას ახდენს, რადგან მოსახლეობის უმეტესობას აღარ სურს ამ გზის გავლა და როცა იციან რიკოთი დაკეტილია, ეძებენ ალტერნატიულ ტრანსპორტს", - აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რიკოთის უღელტეხილზე სპეციალური რეჟიმი მიმდინარე წლის აპრილიდან დაწესდა. მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტი 06:00 საათიდან 21:00 საათამდე მოძრაობს. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი, ორმხრივად, 23:00 საათიდან 05:00 საათამდეა დაშვებული.

შეზღუდვის დაწესების მიზეზი მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი ნაპრალები გახდა, რომელიც ახალაშენებული გზიდან 200 მეტრის სიახლოვეს მდებარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები