რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგენილია - ამის შესახებ ინფორმაციას, საავტომობილო
გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"რიკოთის უღელტეხილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთის ჩუმათელეთი-ხევის მშენებარე მონაკვეთთან, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ტალახის გამო, გზის გაწმენდამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა.
სამუშაოები დასრულებისთანავე კი, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაუყოვნებლივ აღდგა ორმხრივ რეჟიმში", - ნათქვამია გავრცელებუოლ ინფორმაციაში.