მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიკოთზე არსებულმა საგზაო შეფერხებამ ქუთაისში ღამის გათენების მსურველთა რიცხვი გაზარდა - Travel To Georgia

ტურიზმი

რიკოთზე არსებული საგზაო შეფერხებების გამო ქუთაისში ღამის გათენების მსურველი ადგილობრივი და საერთაშორისო მოგზაურების რიცხვი გაიზარდა. როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში Travel To Georgia-ს დირექტორმა ლაშა ბერეკაშვილმა განმარტა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გამგზავრების მსურველები რეისზე დაგვიანების შიშით, ღამეს ქუთაისში ათევენ.

„ძირითადად ქალაქს აქვს ტრანზიტის ფუნქცია, იცით თქვენ რომ პრობლემურია რიკოთზე მოძრაობა და ადამიანებს აქვთ შიში იმისა, რომ მათ დააგვიანდებათ რეისზე, ეს აიძულებთ წინა დღით დაჯავშნონ ქუთაისში სასტუმრო და უსაფრთხოდ გაფრინდნენ მეორე დღეს სხვადასხვა მიმართულებით. იგივე ხდება გამოფრენის დროსაც, ქუთაისს ირჩევენ ღამის გასათევად და მეორე დღეს მიდიან ბათუმის თუ თბილისის მიმართულებით, რაც ჩვენთვის პოზიტიური ნიშაა. იგივე ფუნქციით იყენებენ ქალაქს უცხოელებიც. საშუალოდ 1,5 იყო გათეული ღამეების რაოდენობა და ახლა დაახლოებით 2-მდე გაიზარდა,“ - ამბობს ბერეკაშვილი.

ზაფხულის სეზონის შეჯამებაზე საუბრისას კომპანიაში აცხადებენ, რომ ზრდა 30%-ია. სტუმრების დიდი ნაწილი კი გალფის ქვეყნებზე, გერმანიაზე და პოლონეთზე მოდის.

„ჩვენი პოზიტიური მოლოდინები წელს გარკვეულწილად გამართლდა, რადგან ზაფხული ხასიათდება დიდი აქტიურობით როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურისტების მხრიდან. ჩვენ რასაც ვეყრდნობით, ეს არის booking-ის და Airbnb-ის მონაცემები. ქუთაისს თუ ავიღებდით საზომად, ტოპ 5 ქვეყანას შორის იყო გალფის ქვეყნები, გერმანია და პოლონეთი. რომ შევადაროთ ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორების თანაფარდობა 30/70-ზეა უცხოელების უპირატესობით.

წელს ტურისტების რიცხვი დაახლოებით 30%-ით გაიზარდა, გამომდინარე იქიდან, რომ გაზაფხულზე დიდი ჩავარდნა იყო. ივლისის მეორე ნახევრიდან ამ დრომდე ვხედავთ დატვირთულობას, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში უნდა იყოს თანაბარი აქტივობა და რეგიონს ამის პოტენციალი აქვს,“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ბერეკაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები