მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიკოთზე გზის მიმდებარე ფერდის ჩამოშლამ საავტომობილო მოძრაობა შეზღუდა

61586837d0421
ვიქტორია მღებრიშვილი
02.10.21 18:20
724
რიკოთზე გზის მიმდებარე ფერდის ჩამოშლის გამო, ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდვით მიმდინარეობს. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 155-ე კილომეტრთან (რიკოთის მონაკვეთი), გზის მიმდებარე ფერდზე მიწის ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ნაწილობრივ ჩაიკეტა. ამ დროისათვის ავტოტრანსპორტის გადაადგილება ერთ ზოლზე მიმდინარეობს. 

„საავტომობილო მიმოსვლის უმოკლეს დროში აღდგენის მიზნით, გზის გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს“, - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები