მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რიონჰესის“ დადგმული სიმძლავრე 3 მეგავატით გაიზარდა

ეპ ჯორჯია გენერაცია
BM. GE
18.10.23 11:30
128

სს "ეპ ჯორჯია გენერაციამ“ წარმატებით დაასრულა ,,რიონჰესის“ რეკონსტრუქციის შემდგომი ეტაპი. შეიცვალა და დამონტაჟდა სრულიად ახალი, ELPROM-ის წარმოების, №2 ძალოვანი ტრანსფორმატორი, რომელიც კომპანიამ ევროპიდან ჩამოიტანა.

"რიონჰესის“ რეაბილიტაციის ამ პროექტზე, რომელიც ახალი ტრანსფორმატორის გარდა, გენერატორის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს, "ეპ ჯორჯია გენერაციამ“ 8 000 000 ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.

"საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩავატარეთ. გარდა იმისა, რომ გაიზარდა ჰესის დადგმული სიმძლავრე, გაიზარდა მისი მუშაობის საიმედოობა და რაც მთავარია, ვცდილობთ ჰესი გავმართოთ ევროპული სტანდარტების შესაბამისად“, - განაცხადა "ეპ ჯორჯია გენერაციის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ლევან საჩალელმა.

მისივე თქმით, "რიონჰესზე“ ახალი ტრანსფორმატორით შესაძლებელი იქნება, გენერატორის რეაბილიტაციის დროს, გაზრდილი სიმძლავრის გატარება.

რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები, კომპანიის მფობელობაში არსებულ სხვა ჰესებზეც აქტიურად მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები