2024 წლის 10 თვეში საქართველოს ეკონომიკა 10%-ით გაიზარდა- ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რომლითაც ქართული ოცნება თავს იწონებს, გერმანიის ელჩის შეფასებით უკრაინაში მიმდინარე ომის ეფექტით არის გამოწვეული, რასაც არ ეთანხმება ეკონომიკის მინისტრი, რომელიც თვლის, რომ საქართველოში ეკონომიკა რეფორმების ხარჯზე იზრდება. რა ზრდის ქვეყანაში ეკონომიკას დღეს და რამდენად განგრძობადი შეიძლება იყოს კონკრეტული ფაქტორებით გამოწვეული ზრდა ევროინტეგრაციის შეჩერების ფონზე?