ოფიციალური სტატისტიკით უმუშევრობა მცირდება - გასულ წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონემ 16.4% შეადგინა, რაც ბოლო 10 წლის საუკეთესო მაჩვენებელია- ქართული ოცნების მთავრობა ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირებით თავს იწონებს, ეს განცხადებები პერიოდულად გვესმის, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიისგან უმუშევრობის შემცირებაზე და დასაქმების მაჩვენებლის ზრდაზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება. რის ხარჯზე მცირდება ქვეყანაში უმუშევრობა და რამდენად რეალურია ის რიცხვები, რითაც ხელისუფლება ამაყობს?