საქართველოში დასაქმების მაჩვენებლები უმჯობესდება და 2024 წლის მესამე კვარტალში უმუშევრობის დონე 13.8%-მდე შემცირდა. თუმცა დადებითი მონაცემების მიუხედავად, ეკონომისტები ამბობენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში შრომის ბაზარზე ვითარება მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა, რადგან გასულ პერიოდში უმუშევრობის შემცირება მნიშვნელოვანწილად გაზრდილი ემიგრაციითაა და სახელმწიფო დასაქმების მოკლევადიანი პროგრამით იყო განპირობებული. როგორ იცვლება დასაქმების მაჩვენებლები და რა განაპირობებს უმუშევრობის დონის შემცირებას.