მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რის მიმართ უნდა იყოს ყურადღებით საქართველო? - IMF-ის რეკომენდაცია მთავრობას

5c1a96730fd49
თელარა გელანტია
19.12.18 23:02
678
საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, მაღალი შემოსავლების და კაპიტალური ხარჯების გეგმიდან ჩამორჩენის შედეგად, 2018 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ბიუჯეტის სალდო დადებითია.

ამის შესახებ IMF-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, საიდანაც ირკვევა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი" საქართველოს პროგრამის მესამე მიმოხილვა ფორმალური მიმოხილვის გარეშე დაამტკიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთვის, დაახლოებით, 41.6 მილიონი აშშ დოლარი ხელმისაწვდომი ხდება.

ოფიციალურ პრესრელიზში IMF საქართველოში ჭარბვალიანობის თემასაც ეხება და საბანკო სექტორის მდგომარეობას აფასებს.

„კრედიტის მაღალი ზრდის ფონზე, ხელისუფლებამ აამოქმედა რეგულაცია მოსახლეობის ჭარბვალიანობის შეზღუდვის მიზნით.

საბანკო სექტორის კაპიტალიზაცია მაღალია, სექტორი ლიკვიდური და მომგებიანია, თუმცა, დოლარიზაცია კვლავ მაღალია.

პოზიტიური შედეგების მიუხედავად, ხელისუფლება ყურადღებით უნდა იყოს საგარეო ვითარების მიმართ და განაგრძოს რეფორმების განხორციელება ინკლუზიური ზრდის წასახალისებლად“, - ნათქვამია პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები