მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რის შესყიდვაზე გამოცხადდა ყველაზე მეტი ღირებულების ელექტრონული ტენდერები - TI-ის კვლევა

5f0481fc9564c
ინგა მურუსიძე
07.07.20 18:20
1069
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გამარტივებული შესყიდვის გზით ყველაზე მეტი თანხა - 24.4 მლნ ლარი ჯანდაცვასთან დაკავშირებულ (სამედიცინო მოწყობილობები, მომსახურებები და ფარმაცევტული პროდუქტები) საქონელსა და მომსახურებაზე დაიხარჯა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ამის შემდეგ მოდის სასტუმროების მომსახურების შეძენა 23.6 მლნ ლარით. პანდემიით გამოწვეული შესყიდვების აუცილებლობიდან ასევე აღსანიშნავია საკვებ პროდუქტებსა და სასმელებზე დახარჯული 15.3 მლნ ლარი და სანიტარულ მომსახურებასა და ჰიგიენურ საშუალებებზე დახარჯული 1.4 მლნ ლარი.

კვლევაში აღნიშნულია, რომ სასტუმროების საკარანტინე სივრცედ გამოყენების მიზნით დაქირავება ისე ხდებოდა, რომ შერჩევის კონკრეტული კრიტერიუმები არ არსებობდა. სასტუმროს ზოგადი მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინა, ესენია: ადგილმდებარეობა (პრიორიტეტი ენიჭებოდა აეროპორტებსა და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებთან ახლოს მდებარე განთავსების ობიექტებს; ასევე, მჭიდროდ დასახლებული ადგილებისაგან მოშორებით მდებარე ობიექტებს) და სავენტილაციო სისტემა (სასტუმროს ნომრებს უნდა ჰქონოდა ცენტრალური ან/და ინდივიდუალური გათბობა/გაგრილების ისეთი სისტემა, რომელიც არ ითვალისწინებს ოთახებს შორის ჰაერის ცირკულაციას).

„სასტუმროების დაქირავება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე დაიწყო. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე სასტუმროების საკარანტინე სივრცეებად დაჯავშნისას საგანგებო მდგომარეობის პერიოდში განხორციელებული გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების განაწილება შესყიდვის საფუძვლის მიხედვით, სასტუმროს ნომრის ღირებულება ყოველ ჯერზე წარმოადგენდა მოლაპარაკების საგანს. 2020 წლის 21 მარტიდან ახალი სასტუმროების საკარანტინე სივრცეებად დაჯავშნისას პროექტში ჩართული ყველა სასტუმროსათვის ერთიანი ტარიფი - მაქსიმუმ 100 ლარი ერთი ნომრის ღირებულება ამოქმედდა“, - ნათქვამია კვლევაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები