სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, ოქტომბერში დაფიქსირებული ეკონომიკის 6,7%-იან ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი დამამუშავებელი მრეწველობაში, ვაჭრობასა და მშენებლობის დარგებში ზრდამ ითამაშა.
საქსტატში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე თოდრაძემ იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რამაც აღნიშნულ 3 დარგში ზრდა გამოიწვია.
„დამამუშავებელ მრეწველობაში ზრდა, ძირითადად, განაპირობა ფეროსილიკონ მანგანუმის ექსპორტის ზრდამ, რაც ამ შემთხვევაში, გაზრდილია 67%-ით და როგორც მოგეხსენებათ, ექსპორტის დაახლოებით, 37% მოდის აშშ-ზე, რომელიც გაზრდილია 44-ჯერ წინა წელთან შედარებით; რაც შეეხება ვაჭრობის დარგს, 25%-ითაა გაზრდილი ნათობის და ნავთობპროდუქტების იმპორტის მოცულობა, შესაბამისად, მისი გაყიდვების და მოხმარების მაჩვენებელი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ვაჭრობაში ზრდა უკავშირდება ტურისტების რაოდენობის მკვეთრ მატებას (15%) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. მესამე დარგი მშენებლობაა, რომლის ზრდა მიმდინარე წლის ოქტომბერში სამშენებლო პროექტების მოცულობის ზრდამ განაპირობა; კერძოდ, შესრულებელია უფრო მეტი სამუშაოები საავტომობილო გზების, ხიდების, და ესტაკადების თავლსაზრისით“, - განმარტა თოდრაძემ.
მისივე თქმით, საანგარიშო პერიოდში მშპ-ის კლების ტენდენცია შეინიშნებოდა ელექტროენერგიის, აირის და წყლის წარმოების და განაწილების დარგში, რაც ძირითადად ელექტროენერგიის წარმოების შემცირებას უკავშირდება.