მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რის ხარჯზე გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა - IMF-ის ახალი მიმოხილვა

5cc6fa5658d11
BM.GE
29.04.19 17:18
1377
საერთაშორისო სავალუტო ფონდი კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის ახალ მიმიხოლვას აქვეყნებს, რომელიც 29 აპრილით თარიღდება.
მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა დასტაბილურდა და სახელმწიფოებმა 2014-16 წლების საგარეო შოკები დაძლიეს.

აქვე ნათქვამია, რომ ნავთობისა და გაზის იმპორტიორი ქვეყნებისთვის ეკონომიკური ზრდა 2019-20 წლებში 4,5%-მდე შემცირდება, როდესაც 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5,1% იყო.

როგორც სავალუტო ფონდი აღნიშნავს, ამ მაჩვენებელს მათ გადახედეს და 2018 წლის ოქტომრის მიმოხილვისგან განსხვავებით პროგნოზი 0,3%-ით შეამცირეს, რისი მიზეზიც შემცირებული შიდა მოთხოვნა და გზავნილების შემცირებული მაჩვენებელი იყო.

როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, ეკონომიკურ ზრდას საქართველოში ხელს შეუწყობს მსხვილი ინფრასტრუქტურული ინვესტიციები, რომელთა განხორციელება დაგვიანდა და გადაიდო 2018 წელს. სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს დააბალანსებს შემცირებულ შიდა მოთხოვნას.

სავალუტო ფონდის პროგნოზით, წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 4.6% იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები