მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რის ხარჯზე იზრდება განათლების დაფინანსება - პრემიერის განმარტება

5ca6412abceb6
BM.GE
04.04.19 21:36
3193

განათლების დაფინანსების ეტაპობრივი ზრდა გვჭირდება იმისთვის, რომ სექტორი მზად იყოს მასშტაბური ინვესტიციების ეფექტურად ასათვისებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ “მოამბეში” პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ გაიზრდება განათლების დაფინანსება გადასახადების მატების ან რომელიმე სხვა სფეროს დაფინანსების შემცირების ხარჯზე, პრემიერი პასუხობს, რომ საქართველოში საგადასახადო ტვირთი არის 25%, რომლის გაზრდა არ იგეგმება.

მამუკა ბახტაძის თქმით, გამოსავალი არც სხვა რომელიმე სფეროს დაფინანსების შემცირებაშია.


“2019 წელს განათლების ბიუჯეტი არის 1,6 მილიარდი, რაც დიდი წარმატებაა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 2012 წელს ჩვენ ჩავიბარეთ ფაქტობრივად ჩამოშლილი განათლების სისტემა, რომლის დაფინანსება 600 მილიონ ლარს ოდნავ აღემატებოდა. ჩვენ ავიღეთ პოლიტიკური ვალდებულება და 2020 წელს განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდი ლარი გახდება, 2021წელს - 2,5 მილიარდი, ხოლო 2022 წელს ბიუჯეტის მეოთხედს, ანუ 3,4 მილიარდ ლარს გაუტოლდება. ჩვენ ეტაპობრივად ვზრდით დაფინანსებას და არ შეგვიძლია ამის მყისიერად გაკეთება, ვინაიდან სექტორი უნდა იყოს მზად, მიიღოს ეს მასშტაბური ინვესტიციები და ის ეფექტურად აითვისოს”, - აღნიშნა პრემიერმა.


მთავრობის მეთაურის განმარტებით, 2022 წლისთვის იგეგმება ქვეყანაში ყველა ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს გამოათავისუფლებს და ის სწორედ განათლებააზე, მომავალ თაობასა და ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე მიიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები