რიში სუნაკი - ბრიტანეთის პრემიერი, რომელიც ჩარლზ III-ზე მდიდარია
BM.GE
27.10.22 08:24
• 284
ლიზ ტრასის ხანმოკლე და ქაოტური პრემიერობის შემდეგ, ბრიტანეთში ახლა ამ პოზიციას რიში სუნაკი იკავებს. ტრასის მიერ გადასახადების შემცირებამ და პოლიტიკის შემდგომმა გადახვევამ, ისედაც მზარდი საპროცენტო განაკვეთების და მსოფლიოში ენერგოკრიზისის ფონზე, მრავალი ბრიტანელი მკაფიო ფინანსური საზრუნავით და საცხოვრებელი ხარჯების კრიზისის წინაშე დააყენა. ახლა კი ქვეყანა რიში სუნაკმა უნდა გადაიბაროს, რომლის სიმდიდრეს უკვე აკრიტიკებენ.