მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რისი თქმის საშუალებას იძლევა უახლესი მაკროეკონომიკური ინდიკატორები? - ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ლარი და მოლოდინები
31.10.24 13:39
644
სტატიაში საუბარია:

თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი ყოველკვირეულ განახლებას აქვეყნებს. როგორც განახლებაშია აღნიშნული უახლესი მაკროეკონომიკური ინდიკატორები შემდეგის თქმის საშუალებას იძლევა:

• სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა, სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელია;

• ფაქტორებიდან აღსანიშნავია, რომ კვლავ ძლიერია ტრადიციული ტურიზმი და დაკრედიტება, ხოლო ჯამურ ხარჯებში გამოხატული მიგრაციის ეფექტი მცირედით, მაგრამ მაინც ნაკლებია;

• თიბისის არხებით განხორციელებულ ტრანზაქციებზე დაყრდნობით, ოქტომბერშიც დაახლოებით მსგავსი ტენდენცია იკვეთება;

• ლარის კურსის მხრივ, იურიდიული და ფიზიკური პირების მხრიდან ვალუტის წმინდა შესყიდვის მაჩვენებელი სექტემბერში ისტორიულად მაღალ დონეზეა, ხოლო ოქტომბერში, რომლის მონაცემებიც ჯერ არაა ხელმისაწვდომი, ჩვენი შეფასებით, სექტემბერთან შედარებითაც კი მნიშვნელოვან მატებას ჰქონდა ადგილი;

• თუ წინა თვეებში ეს ფაქტორი ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებებით პრაქტიკულად მთლიანად ბალანსდებოდა, ახლა უკვე სებ-ის სავალუტო ინტერვენციებმა არსებითი როლი შეასრულა;

• ამ მხრივ, როგორც ჩვენს არაერთ პუბლიკაციაშია განხილული, მნიშვნელოვანია, რომ სენტიმენტების ცვლილებისას, კონვერტაციები უკვე ლარის გამყარების მიმართულებით იმოქმედებს და ერთგვარად, ეს ფაქტორი დაგროვილი ბუფერის კუთხით უნდა იყოს განხილული;

• პროგნოზებს რაც შეეხება, მართალია არაერთი დაშვების გათვალისწინებით, თუმცა, როგორც ჩანს, თიბისი კაპიტალის ზაფხულის შემდეგ უცვლელი საბაზო სცენარი, რომელიც 2024 და 2025 წლების პერიოდის ბოლოსათვის აშშ დოლართან ლარის დაახლოებით 2.8-სა და 2.7-იან ნიშნულებს ითვალისწინებს, კვლავ დიდწილად ძალაშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები