"რისკი რომ სესხებზე ხელმისაწვდომობა გართულდეს არსებობს"
BM.GE
12.10.18 09:15
• 688
დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მიხეილ კორძახია მიიჩნევს, რომ სესხების და კრედიტების გაცემის ხელმისაწვდომობის გართულების რისკი არსებობს. მისი თქმით, აუცილებელია მსჯელობა, რომ მხარეები ჩამოყალიბდნენ, რა შეიძლება იყოს გამოსავალი.
,,ცნობილია ის ფაქტი, რომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ფინანსებზე წვდომის საკითხი ყველაზე პრობლემურია და ის კიდევ არ უნდა გართულდეს. ეს საკითხი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია. ვფიქრობ სახელმწიფოს ადეკვატური ზომების გადადგმა დასჭირდება, რომ არ გაუარესდეს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და ამავდროულად გამოსწორდეს სოციალური ფონიც“-განაცხადა კორძახიამ.
შეგახსენებთ: ეროვნული ბანკის რეგულაციების ძალაში პირველი ნოემბრიდან შედის და ბრძანება რომელიც ძალაში რამდენიმე დღეში შევა სესხების გაცემისას დამეტებით შეზღუდვებს აწესებს. კერძოდ:
1. იპოთეკაზე წესდება მაქსიმუმ 15-წლიანი ლიმიტი 2. უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი მაქსიმუმ 10-წლიანი იქნება 3. ავტოსესხი მაქსიმუმ 6-წლიანი 4. ნებისმიერი ტიპის სესხის ხანგრძლივობა 4 წელს არ უნდა აჭარბებდეს.