მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რისთვის გვჭირდება სამინისტროები თუ ყველა წვრილმან საკითხს მთავრობის სხდომაზე გავიტანთ"

5cdbeef805a95
თელარა გელანტია
15.05.19 14:49
998
ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, „პირველ ეტაპზე TOP-500 სახელმწიფო მოხელის პოზიციაზე კვალიფიციური კადრები უნდა დავაყენოთ“.
ამის შესახებ ქობულიამ პარლამენტში 8-თვიანი მუშაობის თაობაზე ანგარიშით წარდგენისას განაცხადა და ის პრიორიტეტები ჩამოთვალა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის საჭიროა.

ყოფილი მინისტრი ფიქრობს, რომ საჭიროა, სამთავრობო სტრუქტურებში დროულად გადაწყვეტილებების მიღების კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბება.

„წარსულში იყო, რომ განსაზღვრული დოკუმენტი 20 დღეში უნდა გაცემულიყო და თუ არ გაიცემოდა ის, ოფიციალურად გაცემულად ითვლებოდა. ეს გააუქმეს“, - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, გიორგი ქობულიას აზრით, უნდა განისაზღვროს თემები, რომელიც მთავრობის სხდომაზე გავა.

„ჩვენ უნდა განვსაზღვროთ მთავრობის სხდომაზე რისი გატანა ხდება; რას აკეთებს მთავრობის ადმინისტრაცია და რას არ აკეთებს? ყველა საკითხის გატანა მთავრობის სხდომაზე არაეფექტური და არაპროდუქტიულია. ჩვენ ამის რეგლამენტი უნდა განვსაზღვროთ - რისთვის გვჭირდება სამინისტროები თუ ყველა წვრილმან საკითხს მთავრობის სხდომაზე გავიტანთ“, - განაცხადა ქობულიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები