მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რისთვის იყიდა ჯანდაცვის სსიპმა 0.4 მლნ ლარის ავტომანქანები? - თამარ გაბუნიას განმარტება

5fc0dd96752f8
ინგა მურუსიძე
27.11.20 15:06
1328

ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-მა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 426 367 ლარის ღირებულების ავტომობილები შეიძინა. შესყიდვის მიზნობრიობასთან დაკავშირებით კითხვა მედიამ დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას დაუსვა. 

"ავტომანქანები შევიძინეთ ინფექციის კონტროლისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იყო ძალიან სასწრაფო, მწვავე საჭიროება, გადაუდებელი პროექტის ფარგლებში. მსოფლიო ბანკთან შეთანხმებით მოხდა ამ შენაძენის გაკეთება. საუბარია იმაზე, რომ თითო რეგიონს თითო მანქანა ჰყავდეს, რათა გამოძახებებზე რეაგირება სწრაფად მოხდეს “, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, საუბარია არა სასწრაფო, არამედ ჩვეულებრივ ავტომობილებზე, რომლებიც სხვადასხვა სსიპ-ების თანამშრომლებს გადაადგილებისთვის სჭირდებათ. თამარ გაბუნიას ინფორმაციითვე, პროცესშია სასწრაფო გადაუდებელი დახმარების მანქანების და რიგ შემთხვევაში, სასწრაფოს მანქანების აღჭურვილობის შეძენა.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები