მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რით ჰგავს ღამის ეკონომიკა დემოკრატიას? - სერგი გვარჯალაძის მოსაზრება

5c08bf861ecff
ელენე კვანჭილაშვილი
06.12.18 10:17
750
„ღამის ეკონომიკა ძალიან ჰგავს დემოკრატიას“, – ასეთია ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელის სერგი გვარჯალაძის შეფასება.

მისი განმარტებით, დემოკრატიის მსგავსად, ღამის ეკონომიკის განვითარებაც უწყვეტი პროცესია. ამასთან, აუცილებელი ხდება გარკვეული ეტაპების გავლა.

„მე ვფიქრობ, გარკვეული ნაწილი უკვე გავლილი გვაქვს: გვაქვს სხვადასხვა ტიპის გამოცდილება განსაკუთრებით კულტურულ დარგში; გვაქვს ძალიან სერიოზული გამოცდილება საკლუბო დარგში. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ასევე განვითარდეს ცოცხალი მუსიკა“, – ამბობს სერგი გვარჯალაძე.

ანალიტიკის კითხვაზე: ეკონომიკაზე თუკი ვსაუბრობთ, რა კონკრეტული რიცხვების დასახელება არის ამ ეტაპზე შესაძლებელი, ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა გვიპასუხა, რომ ჯერ საბაზისო კვლევა არ ჩატარებულა.

„როგორც იცით, ეს იქნება ერთ–ერთი ნაწილი აუცილებლად სტრატეგიის, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ უნდა ვიცოდეთ ზუსტად, რა არის ეს საბაზისო კვლევა, რომელიც აუცილებლად უნდა ჩავატაროთ. ჩვენ ვიცით რიცხვები. რასაკვირველია, ტურიზმთან მიბმული რიცხვებია. ზრდა გვაქვს აშკარა. რასაკვირველია ამ ტალღაზე ღამის ეკონომიკის ნაწილიც იზრდება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, იმიტომ რომ როგორც იცით ორდღენახევარი ჩერდება დღეს ვიზიტორი ქალაქში. უფრო მეტი ატრაქცია უნდა იყოს ქალაქში.

უფრო მეტი საინტერესო კულტურული ღონისძიება უნდა ჩატარდეს იმისთვის, რომ მოვიზიდოთ ტურისტები და არა მხოლოდ ტურისტები“, – ამბობს სერგი გვარჯალაძე და ამატებს, რომ როცა ტურისტული სეზონი სრულდება, ჩვენ, ადგილობრივმა საზოგადოებამ უნდა ვიაქტიუროთ და ამით უნდა შევუწყოთ ხელი ღამის ეკონომიკის განვითარებას.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები