მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რითეილ ასოციაციასა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამას შორის თანამშრომლობის შედეგები

BM.GE
20.10.22 11:11
301
ქსელურ მარკეტებამდე უვნებელი, უსაფრთხო და შემოწმებული პროდუქციის მიწოდების მიზნით, რითეილ ასოციაციასა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამას შორის თანამშრომლობა გრძელდება. 

მიზნის მისაღწევად ასოციაცია ერთვება ინფორმაციის გავრცელებაში და ცნობიერების ამაღლებაში მიწოდების ჯაჭვის ყველა რგოლთან ურთიერთ თანამშრომლობის გზით, იქნება ეს ფერმერი, კერძო ბიზნესი თუ საჯარო უწყება.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ აგრო საწარმოებში სურსათის უვნებლობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობაა. პროგრამა დახმარებას უწევს მიწოდების ჯაჭვის ყველა რგოლს, როგორც მწარმოებლებს, ისე იმ ცენტრებს რომლებიც პროდუქციის მოსავლის აღების შემდგომ დამუშავებას და შენახვას უზრუნველყოფენ, ასევე გადამამუშავებელ საწარმოებს, იმისათვის რომ მათ დანერგონ სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა, რაც დადებითად აისახება პროდუქციის ხარისხზე და უზრუნველყოფს უვნებელი პროდუქტის მიწოდებას საბოლოო მომხმარებლისთვის. 

სტუმრები: მირანდა მანჯგალაძე - „რითეილ ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე;
მაკა თევდორაძე - USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ბიზნესსერვისების კომპონენტის ხელმძღვანელი;


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები