7 და 8 ოქტომბერს რითეილ ექსპო 2023 გაიმართა. ღონისძიებაზე ადგილობრივი მწარმოებლების და იმპორტიორი კომპანიების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაც ჩატარდა. რითეილ ექსპოს სტუმრობდნენ ქსელური მარკეტების წარმომადგენლები, რომლებიც პირადად გაეცნენ ქართული მეწარმეების, ასევე იმპორტიორების პროდუქციას. აღსანიშნავია, რომ “რითეილ ექსპო 2023” რითეილ ასოციაციისა და დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მთავარ მიზანს კი მეწარმეების და ქსელების ერთმანეთთან დაკავშირება წარმოადგენდა.