რითეილ ასოციაციის თასის გათამაშება 29 სექტემბერს ნიკორას გამარჯვებით დასრულდა. ტურნირში 8 სუპერმარკეტის გუნდი მონაწილეობდა, ხოლო ნიკორა წელსაც, წინა სამი გათამაშების მსგავსად უძლიერესი აღმოჩნდა. რითეილ ასოციაციის უმთავრეს მიზანს ჯანსაღი გარემოს შექმნა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვა წარმოადგენს.