7-8 ოქტომბერს, „რითეილ ასოციაციის“ ორგანიზებით, ორბელიანის მოედანზე პირველად „რითეილ ექსპო 2023“ გაიმართა, რომელიც ქართული და იმპორტირებული პროდუქტის გამოფენა-გაყიდვას მოიაზრებდა.
ღონისძიება ორდღიანი იყო და მასში მონაწილეობა 80-მა ადგილობრივმა მეწარმემ და კომპანიამ მიიღო. ღონისძიებამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა თავიანთი პროდუქცია ფართო საზოგადოებისთვის და ქსელურ მარკეტების წარმომადგენლებისათვის წარედგინათ და მათთან სამომავლო პარტნიორობისთვის კავშირები დაემყარებინათ. მონაწილეები წარმოდგენილი იყვნენ როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან. ნაწილი საუკეთესოდ გაფორმებული დახლისთვის და ინოვაციური პროდუქტისთვის დაჯილდოვდნენ კიდეც.
რა შედეგით დასრულდა ექსპო 2023 ქსელურ მარკეტებთან დაკონტრაქტების თვალსაზრისით და რას აქცევს ბიზნესი თანამშრომლობის პროცესში ყურადღებას?
სტუმრები: სოფიო ქაშაკაშვილი - რითეილ ასოციაციის თავმჯდომარე;
ამიდა ახალაია - „ამიდას აჯიკა“, ადგილობრივი მეწარმე;
თამარ მილორავა - „ომბალოს ნაყინის“ თანადამფუძნებელი;
გიორგი ხაბაშვილი - „გუდვილის“ გენერალური დირექტორი.