ქვეყანაში არსებულმა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ, სხვა დარგების მსგავსად, პრობლემები შეუქმნა რითეილ სექტორსაც. BMG-ისთან მაღაზია კოტონის მენეჯერი ამბობს, რომ მომხმარებელი ტანსაცმლის ყიდვაზე უკვე ნაკლებს ხარჯავს. მისივე განმარტებით, თუ ქვეყანაში არსებულმა ორნიშნა ინფლაციამ კლება არ დაიწყო, ტანსაცმელზე ფასების ზრდა მოუწევთ.
თიბისი კაპიტალმა გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ჩანს, რომ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო დანახარჯები მნიშვნელოვნად მაღალია 2019 წელთან შედარებით კვლევის მიხედვით, 148%-იანი მატებაა დაფიქსირებული…
სტუმარი: ქეთა ახობაძე - "გალერია თბილისი", პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი;