დღეს ბიზნესის ზრდა და განვითარება ციფრული ტრანსფორმაციის გარეშე წარმოუდგენელია. სწორედ ქვეყნის ციფრული დღის წესრიგის განსასაზღვრად, "BDO Digital"-ი და "BMG" ახალ მასშტაბურ B2B პლატფორმას - „Industry Talks“-ს ქმნიან. ინიციატივის მიზანი ბიზნესლიდერების, მმართველი რგოლისა და ტექნოლოგიური ექსპერტების ერთ სივრცეში გაერთიანებაა. პლატფორმის სადებიუტო ღონისძიება 6 ნოემბერს გაიმართება და ის სრულად რითეილ სექტორის გამოწვევებსა და გაციფრულებას დაეთმობა. როგორ მიმდინარეობს სამზადისი და რას უნდა ველოდოთ ახალი პროექტისგან?






























