6 ნოემბერს, Pullman Tbilisi Axis Towers-ში, BDO Digital-ისა და BMG-ის ერთობლივი პლატფორმის, Industry Talks-ის პირველი ღონისძიება გაიმართება. Industry Talks Retail Transformation რითეილ სექტორის ციფრულ ტრანსფორმაციას დაეთმობა და ბიზნესის ლიდერებს, კომპანიების დამფუძნებლებს, C-level მენეჯმენტსა და რითეილისა და ტექნოლოგიური მიმართულებების ხელმძღვანელებს გააერთიანებს. შეხვედრის მთავარი თემები იქნება ბიზნესპროცესების ავტომატიზაცია, სამუშაო პროცესების ტექნოლოგიური ოპტიმიზაცია და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრაქტიკულ მაგალითებს და კომპანიების გამოცდილებას ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში. ეს ყველაფერი აუდიტორიას ბიზნესისთვის რელევანტური, დინამიკური და მაღალი ინტერესის მქონე ფორმატით მიეწოდება.
ამ პროექტის დაწყება იმ პარტნიორების მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი, რომლებმაც ჩვენი იდეა გაიზიარეს და Industry Talks-ის შექმნაში ჩართვა გადაწყვიტეს. გენერალური პარტნიორები არიან ლიბერთი-ბაზისბანკის ჯგუფი და ავერსი.
ღონისძიების მხარდამჭერი გახლავთ ნაბეღლავი, ტრანსფორმაციის პარტნიორები: ჯიპიაი ჰოლდინგი, დეილი ჯგუფი და ვისოლი, ხოლო ინგეიჯმენტ პარტნიორი: ბრენდჰენდი.






























