დღეს „საქართველოს რკინიგზაში” ახალ პროფკავშირსა და ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებები დაიწყო.
პროცესს შრომის მინისტრის მიერ დანიშნული მედიატორი უძღვება.
რკინიგზის ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, მედიატორმა მხარეებისგან, სახელფასო ანაზღაურების მატებასთან დაკავშირებული არგუმენტები დეტალურად მოისმინა.
დიალოგი სამმხრივი ფორმატში, ხუთშაბათს - 15 აგვისტოს გაგრძელდება, სადაც საბოლოო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა იქნება განხილული.
შეგახსენებთ, "საქართველოს რკინიგზაში კოლექტიური შრომითი დავა მიმდინარეობს. დასაქმებულები ხელფასის 50%-ით მომატებას ითხოვენ ძირითად პოზიციებზე დასაქმებული პირებისათვის, რომელთა ხელფასიც 1500 ლარს არ აღემატება. მას შემდეგ, რაც რკინიგზელებმა გაფიცვა დაანონსეს, „საქართველოს რკინიგზამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ხელფასების 50%-ით მატების მოთხოვნა არარეალურია და ისინი მზად იყვნენ 2020 წლის 1 მარტიდან იმ რკინიგზელთა ხელფასები, რომელიც არ აღემატება 1500 ლარს, 10%-ით გაზარდონ.

























