მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რკინიგზის აშენების შემთხვევაში, ქუთაისის აეროპორტის მგზავრები Check-in-ს თბილისის რკინიგზის სადგურში გააკეთებენ

580f35c45060e
ეკა ბაშარული
25.10.16 14:34
3964
თბილისის რკინიგზის სადგურიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტამდე სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტი წლის ბოლოსთვის იქნება მომზადებული.

სს "საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, რომ ეს დოკუმენტი, რომელზეც Deutsche Bahn მუშაობს, გადაწყვეტს არის თუ არა ეკონომიკურად გამართლებული თბილისის რკინიგზის სადგურის ქუთაისის აეროპორტთან სარკინიგზო ხაზით დაკავშირება.

შესაბამისად, ამის მერე გაირკვევა პროექტის განხორციელების ვადები და საინვესტიციო ღირებულება.

"ჩვენ არ გვინდა წარსულის ცუდი გამოცდილების გამეორება, როცა თბილისის აეროპორტის და რკინიგზის სადგურის დამაკავშირებელი ხაზის მშენებლობაზე 17 მლნ ლარი დაიხარჯა და რკინიგზის შემოსავლები ამ პროექტიდან თითქმის ნულოვანია", -განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

ის ამბობს, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ქუთაისის აეროპორტში რკინიგზით მიმავალი მგზავრი მიიღებს უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების გარანტიას და ასევე ფუფუნებას, რომ თვითმფრინავში რეგისტრაციის პროცედურა (Check-in) თბილისის რკინიგზის სადგურში გაიაროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები