მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რკინიგზის სამგზავრო გადაყვანების სუბსიდირების კანონპროექტი მთავრობას მზად აქვს

5c17669bd221d
დათო ჯალაღონია
17.12.18 13:03
985
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო „სარკინიგზო კოდექსში“ ცვლილებების შესახებ კანონპროექტს პარლამენტს უახლოეს პერიოდში გადაუგზავნის.

ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა დეპუტატებს პარლამენტში, საკომიტეტო ფორმატში საუბრისას განუცხადა.

როგორც საღირაშვილმა განმარტა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, N1370-ე სარკინიგზო-სამგზავრო გადაყვანები სახელმწიფოს მიერ დაფინანსებას ითვალისწინებს.

„ამას პირდაპირ ითვალისწინებს ევროპის ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობა, ვინაიდან იცით, რომ სამგზავრო გადაყვანები გახლავთ წამგებიანი თავისი შინაარსით, ანუ ეს არის საჯარო ვალდებულება, სოციალური პროექტი და ამ ნაწილში კანონპროექტი მალე წარმოგედგინებათ. მთავრობაზე გატანილი გვაქვს „სარკინიგზო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი და შემდეგ დეტალებზე მოგვიწევს საუბარი“, - აღნიშნა მან.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები