მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რკინიგზის“ თანამშრომელს ბრალი 450 ლარად "შპალების" გაყიდვის მცდელობისთვის წარედგინა

ა.გ

საქართველოს პროკურატურამ „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელს, ა.გ.-ს, ბრალდება წარუდგინა სხვისი ქონების მითვისების მცდელობის ფაქტზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, სს „საქართველოს რკინიგზის“ სალიანდაგო დეპარტამენტის ხარაგაულის უბნის მარელისის სამმართველოს ცვლის უფროსი ა.გ., ცდილობდა რკინიგზის კუთვნილი ქონების, ე.წ. შპალების რეალიზაციას 450 ლარის სანაცვლოდ.

უწყება ამბობს, რომ უკანონო გარიგების შედეგად მოქალაქისგან მიღებული თანხა, 450 ლარია ამოღებულია.

პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარუდგინა.

აღნიშნული მუხლი გულისხმობს სხვისი ქონების მითვისების მცდელობას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები