მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რკინიგზის ტვირთბრუნვა იანვარ-აპრილში 9%-ით შემცირდა

5b2cffcc36dfb
დავით ჯალაღონია
22.06.18 18:00
632
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობის შესახებ ინფორმაცია განაახლა.

სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოს რკინიგზამ 3.3 მილიონი ტონა ტვირთი გაატარა, რაც 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (3.6) 9%-ით ნაკლებია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა 2012 წლიდან შემცირების დინამიკით ხასიათდება.

• 2012 წელი - 20,076 მლნ ტონა
• 2013 წელი - 18,185 მლნ ტონა
• 2014 წელი - 16,673 მლნ ტონა
• 2015 წელი - 14,143 მლნ ტონა
• 2016 წელი - 11,882 მლნ ტონა
• 2017 წელი - 10,6 მლნ ტონა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები