ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში რკინიგზის ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ.
როგორც „ბიზნესკონტრაქტს“ რკინიგზის პროფკავშირების ხელმძღვანელმა ვიტალი გიორგაძემ განუცხადა, 110 გაფიცული მუშა მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებს. გიორგაძის თქმით, დაცული არ არის უსაფრთხოების ზომები, მუდმივად ირღვევა შრომითი ხელშეკრულება, მუშებს არ აქვთ შვებულება, ვერ სარგებლობენ ბიულეტენით, მუშაობენ კვირაში 7 დღე 12 საათის განმავლობაში, თუმცა, მუშებს არ უხდიან ზეგანაკვეთურ ანაზღაურებს.
„არის მონური დამოკიდებულება და უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან ქართველი მუშები. ერთი თვის განმავლობაში ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს დამსაქმებელ კომპანიასთან სახელმწიფოს მედიატორის ჩართულობით, შევთანხმდით თითქმის ყველაფერზე, თუმცა, ბოლო მომენტში შეცვალეს გადაწყვეტილება და განგვიცხადეს, რომ თუ გაფიცვები დაიწყება, ამისთვის მზად არიან“,- აცხადებს ვიტალი გიორგაძე.
მისი თქმით, სამუშაოებს კომპანია „ჩინეთს რკინიგზის 23-ე ბიურო“ აწარმოებს. ადგილზე ქართველების გარდა ჩინელი მუშახელიცაა დასაქმებული. ვიტალი გიორგაძის ინფორმაციით, გაფიცვის მიუხედავად 200-მდე ჩინელი მუშა სკაუთარი მოვალეობების შესრულებას აგრძელებს.
ვიტალი გიორგაძის ცნობით, გაფიცვა იქამდე არ შეწყდება, სანამ დამსაქმებელი მუშების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

























