მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რკინიგზითა და სამოქალაქო ავიაციით გადაზიდული ტვირთების მოცულობა მცირდება

5be04775bb710
თამუნა დემეტრაშვილი
05.11.18 18:30
623
რკინიგზითა და თვითმფრინავებით გადაზიდული ტვირთების მოცულობა მცირდება. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 400 ათასი ტონით ნაკლები ტვირთი გადაიზიდა რკინიგზით და 7,5 მილიონი ტონა შეადგინა. რაც შეეხება სამოქალაქო ავიაციის გადაზიდვებს, აქ კლება კიდევ უფრო მეტია. თუკი 2017 წლი 9 თვეში, თვითმფრინავებით 26,7 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიდა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 18,9 ათას ტონამდეა შემცირებული. რაც შეეხება საავტომობილო გადაზიდვებს, ამ შემთხვევაში ტვირთების მოცულობა მცირედით- 200 ათასი ტონითაა გაზრდილი და 22,5 მილიონ ტონას შეადგენს.

მთლიანობაში, სატრანსპორტო დარგების მიერ მიმდინარე წლის 9 თვეში 30,1 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 200 ათასი ტონით ნაკლებია. კლებადია ბოლო წლების გადაზიდვების წლიური მაჩვენებლებიც. კერძოდ, 2014 წლის 12 თვეში 44,2 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, 2016 წელს- 42,3 მილიოი, ხოლო 2017 კი 41,5 მილიონი ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები