მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რკინის ფარდა უკვე დაშვებულია... 1998 წლის კრიზისი უნდა გავამრავლოთ სამზე - რუსი მილიარდერი

6220fde421d2a
ვიქტორია მღებრიშვილი
03.03.22 21:51
11512
„ვიღებთ 1998 წლის კრიზისს და ვამრავლებთ სამზე“, - ასე შეაფასა რუსმა მილიარდერმა და En+ Group-ის მფლობელმა ოლეგ დერიპასკამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, დასავლეთის მიერ ამოქმედებული სანქციების ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენა კრასნოიარსკის ეკონომიკურ ფორუმზე დასწრებისას. წერს ადგილობრივი გამოცემა NSG24.

მათივე ცნობით, მიმდინარე წელს ეკონომიკური ფორუმი რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების შემდეგ რეგიონის და ქვეყნის სტაბილიზაციასა და გადარჩენას ეძღვნებოდა.

ოლეგ დერიპასკა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თავის შეფასებაში პირდაპირი იყო.

„ასეთ გამოწვევების წინაშე ჯერ არ დავმდგარვართ. რკინის ფარდა უკვე დაშვებულია. მთხოვენ, რომ არ ვილაპარაკო ამაზე, მაგრამ მე მშვიდობისკენ ვარ. 3 კვირის შემდეგ გასაგები გახდება რა მოუვათ ბანკებს. შევხედოთ, ჩვენი პარტნიორებიდან ვინ დარჩება. ვფიქრობ, ფრიად გაკვირვებულები დავრჩებით მათი დარჩენილი რაოდენობით. მათ გადათვლას ხელის თითებზე შევძლებთ... ვიღებთ 98 წლის კრიზისს და ვამრავლებთ მას სამზე“, - განაცხადა დერიპასკამ.

ცნობისთვის, რუსი მილიარდერი ოლეგ დერიპასკა, რუსული Forbes-ის მიხედვით, გასული წლის აპრილში, რუსი მილიარდერების რეიტინგში 3.8 მლრდ დოლარით 37-ე ადგილს იკავებდა. ის აქტივებს ფლობს ჰოლდინგ En+, GAS Group-ში, ინგოსტრახში, აეროდინამიკაში, აგროჰოლდინგ „კუბანში“. მან 2000 წელს რომან აბრამოვიჩთან ერთად ალუმინის გადამუშავების დარგში გიგანტი კომპანია „რუსალ“-ი შექმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები