Heritage Auctions-მა, ხუთშაბათიდან შაბათის ჩათვლით, „სამეფო კარის თამაშებიდან“ 900-ზე მეტი ლოტი წარმოადგინა. მათ შორის აბჯრები, ხმლები, იარაღი, სამკაულები და რამდენიმე სხვა მნიშვნელოვანი ნივთი HBO-ს სერიალიდან.
Heritage Auctions-ის განცხადებით, ჯამურად, გაყიდული ნივთებით 21 მილიონ დოლარზე მეტი შეგროვდა, 4 500-ზე მეტი მონაწილისგან.
ყველაზე მაღალი ღირებულებით, 1.49 მილიონ დოლარად, სწორედ ის ნივთი გაიყიდა, რისთვისაც საკულტო სერიალის გმირები რვა სეზონის განმავლობაში იბრძოდნენ - რკინის ტახტი. რეპლიკა დამზადდა პლასტმასისგან და ჩამოსხმული იყო ეკრანზე გამოყენებული ორიგინალური ვერსიიდან.