„ჩემი გადმოსახედიდან, რაც მე ინფორმაცია მაქვს და ანალიზი გავაკეთეთ, RMG ძალიან კარგად ასრულებს თავის ვალდებულებებს“-განაცხადა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ დასმული კითხვის საპასუხოდ.
ქობულია ამბობს, რომ საფუძველი არ აქვს ნეგატიურად ისაუბროს RMG-ს შესახებ, თუმცა ის ფიქრობს, რომ ეს არის სექტორი, სადაც შეიძლება RMG-ს გარდა სხვა კომპანიებიც ოპერირებდნენ.
„პრინციპში ამ კომპანიას არ აქვს ცუდი შედეგები, კარგი შედეგები აქვს. საქმე იმაშია, რომ ეს სექტორი იმსახურებს RMG-ს გარდა სხვა კომპანიის მონაწილოებას. ეს იყო ჩემი აზრი, რომ ჩვენ ამ სექტორში უნდა გვყავდეს სხვა კომპანიები. უნდა გამოვიყენოთ ეს სექტორი, რომ საერთაშორისო, მოწინავე კომპანიები შემოვიყვანოთ, მაგალითად კანადური კომპანიები, რომლებიც გამორჩეულები არიან ასეთი ტიპის სექტორებში“-აცხადებს ქობულია.

























