მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Roamingo eSIM App – იაფი ინტერნეტი მოგზაურობისთვის

Roamingo eSIM App
15.02.24 11:22
2011

საქართველოში პირველმა მომხმარებლებმა ახალი მობილური აპლიკაციით უკვე ისარგებლეს

ქართულ ბაზარზე ახალი მობილური აპლიკაცია, Roamingo გამოჩნდა, რომელიც უცხოეთში მიმავალ მოგზაურებს მობილურ ინტერნეტს eSIM ტექნოლოგიის საშუალებით სთავაზობს. ტრადიციული როუმინგისგან განსხვავებით, Roamingo-ს აპლიკაცია არ საჭიროებს ფიზიკურ SIM-ბარათს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეარჩიოს ქვეყანა და შეიძინოს გიგაბაიტები ბევრად დაბალ ფასად, სასურველი ვადით.

კომპანია Roamingo-ს გუნდმა წარმატებით მოახდინა წამყვანი საერთაშორისო მობილური ოპერატორების დაერთება საკუთარ პლატფორმაში. შედეგად, Roamingo-ს მომხმარებლისთვის აპლიკაციაში ხელმისაწვდომია უმსხვილესი ოპერატორების მიმზიდველი ტარიფები და მრავალფეროვანი აქციები.

უცხოური სამოგზაურო აპლიკაციებისგან განსხვავებით, Roamingo-ს ქართულენოვანი მხარდაჭერის სამსახური WhatsApp-ის, Messenger-ისა და სატელეფონო ცენტრის საშუალებით ემსახურება. ამით Roamingo-ს მომხმარებელი მიიღებს მხარდაჭერას, მარტივი და გასაგები ენით, იმ არხით, რომლითაც მისთვისაა კომფორტული და მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად დასჭირდება.

ქართული და მსოფლიო ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე, Roamingo-ს აპლიკაციაში თავიდანვე ხელმისაწვდომია გადახდის ყველა ძირითადი საშუალება: Amex, Visa, Mastercard ბარათები, Apple Pay და Google Pay სწრაფი და დაცული გადახდების გლობალური სერვისები. ბარათების საერთაშორისო სისტემებთან და ბანკებთან თანამშრომლობით, Roamingo-ს აპლიკაციაში ასევე ხელმისაწვდომია აქციები და ბონუსები.

Roamingo ცნობილ ქართულ ტექნოლოგიურ კომპანია Lemondo-სთან პარტნიორობით შეიქმნა, რომელსაც მრავალ წარმატებულ და პოპულარულ პროდუქტზე მუშაობის გამოცდილება აქვს და კარგად იცნობს საქართველოს ბაზრის საჭიროებებს. Lemondo-სთან პარტნიორობით, აპლიკაცია რეკორდულად მოკლე ვადაში შეიქმნა და იგი თავიდანვე ხელმისაწვდომია როგორც iPhone-ის, ისე Android-ის eSIM-თავსებად ტელეფონებთან.

„Lemondo Growth Capital-ში შემავალმა კომპანიებმა სხვადასხვა დროს ქართული ბაზრისთვის შექმნა და წარმატებით განავითარა პოპულარული ციფრული პროდუქტები – TKT.GE, SS.GE, რამდენიმე მსხვილი ონლაინ მაღაზია, ათობით მობილური აპლიკაცია, რომლებიც 2 მილიონზე მეტ კმაყოფილ მომხმარებელს ითვლის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს აპლიკაციებს 10 წელზე მეტია ჰყავს კმაყოფილი მომხმარებლები საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამიტომ, Roamingo-ს შექმნისას ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო ერთი მხრივ ქართველი მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინება და მეორე მხრივ – აპლიკაციის გლობალური ბაზრისთვის მომზადება. მჯერა, რომ Roamingo, როგორც ქართული გამოცდილებით შექმნილი პროდუქტი ძალიან მალე ყოველი ქართველი მოგზაურის ტელეფონში დაიკავებს ადგილს, რის შემდეგაც გლობალურად გახდება წარმატებული.“ – განაცხადა ლევან კილაძემ, Lemondo Growth Capital-ის დამფუძნებელმა და Roamingo-ს მმართველმა პარტნიორმა.

„საქართველოში გვაქვს რამდენიმე მაგალითი, როცა ქართულ მობილურ აპლიკაციებს მოპოვებული აქვთ საერთაშორისო აღიარება. მაგალითად, 10 წლის წინ არავის წარმოედგინა, რომ ქართული ტექნოლოგიური სტარტაპები სილიკონ ველიზე წარმატებას მოიპოვებდნენ ან ქართული ბანკების აპლიკაციები ევროპასა და მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდებოდა. სწორედ შემდეგი ასეთი „მოულოდნელი“ გარღვევის შემოქმედი უნდა გახდეს Roamingo. მჯერა, რომ კომპანიის გუნდი, Lemondo Growth Capital-ის გამოცდილება, წამყვანი საერთაშორისო პარტნიორების ქსელი და საქართველოს მომთხოვნი მომხმარებელი – ის მნიშვნელოვანი კომპონენტებია, რომლებიც დაეხმარება Roamingo-ს, ჯერ საქართველოში მოიპოვოს ნდობა და შემდეგ რეგიონის და მსოფლიო ბაზარს დაუმიზნოს“ – განაცხადა დავით ბირმანმა, კომპანია Roamingo-ს პარტნიორმა.

Roamingo-ს აპლიკაცია უკვე განთავსებულია App Store-სა და Google Play Store-ში. საქართველოში წარმატებული გაშვების შემდეგ კომპანია იაფი სამოგზაურო ინტერნეტის სერვისის სხვა ქვეყნების მომხმარებლებისთვის შეთავაზებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები