მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რობოტაქსებს სან-ფრანცისკოში მწვანე შუქი აუნთეს

Cruise
სტატიაში საუბარია:

რობოტაქსებს სან-ფრანცისკოში მწვანე შუქი აუნთეს. გადაწყვეტილება  კალიფორნიის მარეგულირებელმა ორგანომ მიიღო. ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, გახდეს ახალი ერა თვითმართვადი ავტომობილების მომსახურების განვითარებისთვის. 

გადაწყვეტილების მიხედვით, ორ კომპანიას -  Waymo-სა და Cruise-ს, მწვავე პროტესტის მიუხედავად, მიეცათ უფლება მომხმარებლებს 24/7-ზე ფასიანი მომსახურება მიაწოდონ.  აღნიშნული კომპანიები მომხმარებლებს რობოტული მართვის ავტომობილებით ემსახურებიან. 

Waymo Google-ს შვილობილია, რაც შეეხება  Rival Cruise -ს, ის საავტომობილო გიგანტ General Motors-ის ეკუთვნის. ეს უკანასკნელი ვარაუდობს, რომ 2025 წლისთვის კომპანიის წლიური შემოსავალი 1 მლრდ დოლარს მიაღწევს. კომპანიამ გადაწყვეტილებას "ინდუსტრიისთვის  ისტორიული ეტაპი"  უწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები