NVIDIA-მ, ტაქსების სერვისების პროვაიდერმა Uber-მა და ავტომწარმოებელმა Stellantis-მა ახალი, ერთობლივი პროექტი დააანონსეს, რაც რობოტაქსის სერვისის განვითარებას უკავშირდება.
პარტნიორობის ფარგლებში, NVIDIA საჭირო პროცესორებს, პროგრამულ უზრუნველყოფას და AI-მოდელს შექმნის; Uber-ი თავის აპლიკაციას, რუკას და ტაქსების ქსელს გამოიყენებს, ხოლო Stellantis-ის მიერ ის ავტომობილები იქნება წარმოდგენილი, რომელთაც AI-ავტოპილოტი ჩაუმონტაჟდებათ.
გეგმის მიხედვით, 2027 წლისთვის ავტონომიური რობოტაქსების რაოდენობა 100,000 ერთეულს მიაღწევს და ყოველი მათგანი მე-4 დონის ავტოპილოტით იქნება აღჭურვილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ტაქსს აღარ დასჭირდება მძღოლი.
უნდა აღინიშნოს, რომ NVIDIA-ს ტექნოლოგიის გამოყენებას სხვა ავტომწარმოებელი კომპანიებიც გეგმავენ, მათ შორის: Mercedes-Benz და Lucid Motors.




























