მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როცა ნახავენ, რომ საზტრანსპორტი კომფორტულია, უფრო მეტი ადამიანი იმგზავრებს - კალაძე

6385cf8e3a4a6
მარიამ ვარადაშვილი
29.11.22 14:40
502

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, წლების განმავლობაში ცუდმა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მოქალაქეები აიძულა კერძო ავტომობილებზე გადასულიყვნენ. 

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, როცა თბილისის მაცხოვრებლები ნახავენ როგორი კომფორტული და ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კერძო ავტომობილებზე უარს იტყვიან. 

“ადამიანებს ვერ გაამტყუნებ, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაუბედურებული იყო. მას შემდეგ, რაც რეფორმა დაიწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტი წესრიგდება და ამ ქალაქში მცხოვრებლებს იმის შესაძლებლობას მივცემთ და დავანახებთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველასთვის ხელმისაწვდომი და ყველაზე კომფორტულია. ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტმა ადამიანმა იმგზავროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და კერძო ავტომობილით არ გადაადგილდეს”, - აცხადებს კალაძე.

მან ასევე ისაუბრა სატრანსპორტო პოლიტიკის სტრატეგიულ გეგმაზე და თქვა, რომ  კომპანია “რამბოლმა” დოკუმენტის წარდგენა დააგვიანა. ამის მიუხედავად, მერიამ კომპანიას ვადა რამდენიმე თვით გაუხანგრძლივა. 

“ხელშეკრულება მიზანმიმართულად არ გავუწყვიტეთ და კიდევ მივეცით შესაძლებლობა იმის, რომ ეს დოკუმენტი წარმოადგინონ. თუ ვერ წარმოადგენენ ამ დოკუმენტს, რა თქმა უნდა, ხელშეკრულებას გავუწყვეტთ. ვადა რამდენიმე თვე კიდევ აქვთ”, - განაცხადა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ ეს გეგმა კომპანიას მერიისთვის ჯერ კიდევ 2020 წლისთვის უნდა გადაეცა. ვრცლად თემაზე იხილეთ აქ: 2020 წელს წარსადგენი ტრანსპორტის გენგეგმა დედაქალაქს ჯერ კიდევ არ აქვს - დეტალები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები