მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როცა საქართველო სადავო ტერიტორია არ იქნება, მაშინ გაიზრდება საინვესტიციო მიმზიდველობა - კაკულია

63f6063ee78eb
თელარა გელანტია
23.02.23 09:59
867
„თქვენ რომ იყოთ ინვესტორი, იმ ტერიტორიაზე, სადაც არ იცით, ხვალ რუსული ტანკი შევარდება თუ ამერიკელები შემოვლენ ჯარით, 10-წლიან ინვესტიციას ჩადებთ?!“ - ასე უპასუხა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ რომან კაკულიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის საინვესტიციო კლიმატთან დაკავშირებულ კითხვებს.

- თქვენი აზრით, რა გაზრდიდა საქართველოს საინვესტიციო მიმზდიველობას და რა არის მთავარი გამოწვევები?

- ყოველთვის ვიცოდი, მთავარი გამოწვევა რა იყო და პირდაპირ გიპასუხებთ - როდესაც საქართველო არ იქნება სადავო ტერიტორია, მაშინ გაიზრდება საინვესტიციო მიმზიდველობა... ნუ გვგონია, რომ პრობლემა მარტო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული საკითხებია...

- მთავრობა რას გააკეთებს საინვესტიციო კლიმატის გასაუმჯობესებლად, ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა?

- თქვენ რომ იყოთ ინვესტორი, იმ ტერიტორიაზე, სადაც არ იცით, ხვალ რუსული ტანკი შევარდება თუ ამერიკელები შემოვლენ ჯარით, 10-წლიან ინვესტიციას ჩადებთ? მიპასუხეთ, პირდაპირ; მარტო კარგი პასუხის მოსმენა გინდათ...

- ყველაფერი უნდა გავაკეთოთ დეოკუპაციისთვის და ჩემი აზრით, ამიტომაც გვჭირდება ევროკავშირთან დაახლოება...

- როდესაც მეკითხებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მთავრობა მაქსიმუმს აკეთებს თუ - არაო და მე გპასუხობთ, რომ გაგებით ვეკიდები ბევრ რამეს, სწორედ მაგას ვითვალისწინებ; ვიცი, რომ არის მთელი რიგი ინფორმაცია, რომელზეც პირდაპირი წვდომა არ მაქვს, ისევე როგორც - თქვენ და სადავო ტერიტორია სანამ იქნება ეს ქვეყანა, იქამდე მაქსიმუმის გაკეთება ინვეტიციებისთვის, შეუძლებელია, ამიტომაც იყო სწორი აქცენტის ტურიზმსა და ტრანზიტზე გაკეთება, რადგან როდესაც სამი თვე მაინც არ ელოდები ომის დაწყებას, შეიძლება ტვირთი გაუშვა და ტურისტიც მოდის, როცა იცის, რომ ქვეყანა არ აფეთქდება უახლოეს მომავალში, მაგრამ იმ პროექტში, სადაც შვიდი წლის მერე ელოდები მოგებას, ფულს არ დებს...

- ამიტომაც გვჭირდება ძლიერი პარტნიორი...

- ამერიკამ და ევროპამ ჩვენ ის ხელი გამოგვიწოდა, რომ გვეთქვა - ამ ტერიტორიაზე უკვე სადავო არაფერია. ამერიკული ინვესტიციები მესამე ადამიანს უნდა დაენახა...

- რამდენიმე კვირის წინ „ანალიტიკის“ წამყვანმა ელენე კვანჭილაშვილმა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა საქართველოში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მრჩეველთან, მაიკლ ჰონიგშტაინთან, რომელმაც ასეთი ფრაზა თქვა - „რუსეთი ძლიერი ნაკადია, საქართველო კი – ნავი და იმისთვის, რომ ამ ნაკადს დაუსხლტეს, საქართველომ ფეხი გაზს უნდა მიაჭიროს. როგორც კი გაზიდან ფეხს აიღებს და დასავლეთისკენ ცურვას შეანელებს, ნაკადი დაეწევა და ისევ რუსეთისკენ მიაცურებს. ჩვენ გვინდა, საქართველოს დავეხმაროთ, რომ გაზზე ეჭიროს ფეხი და რუსეთს მაინც დაუსხლტეს“... ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ? თუ არ ვაკაკუნეთ ხმამაღლა კარებზე, ევროკავშირი ან ამერიკა როგორ დაგვეხმარება?

- სამწუხაროდ, ამერიკელები ყველაფერს არასდროს არ აკეთებდნენ.

- ვერ დაგეთანხმებით, მაგრამ ეს თქვენი მოსაზრებაა.

- კი ბატონო, ამის უფლება უნდა მომცეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები