მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Roche-მ Roivant-ის რიგ დაავადებების მედიკამენტზე უფლებები $7.1 მილიარდად შეისყიდა

Roche

შვეიცარიულმა ფარმაცევტულმა კომპანია Roche-მ ნაწლავების ანთებითი დაავადებების ახალ მედიკამენტზე უფლებებისთვის Roivant-სა და Pfizer-ს საწყის ეტაპზე $7.1 მილიარდი გადაუხადა. კომპანიის მიზანი, ახალ სფეროებში გაფართოებით, ონკოლოგიურ მედიკამენტებზე მოთხოვნის ვარდნის დაბალანსებაა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ნაწლავების ანთებითი დაავადებები კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებების ჯგუფს განეკუთვნება, რომლითაც მსოფლიოში თითქმის 8 მილიონი ადამიანია დაავადებული. Roche-მ განაცხადა, რომ ის Telavant Holdings-ს შეისყიდის, რომლისთვისაც Roivant-სა და Pfizer-ს ექსპერიმენტული წამლის შემუშავების, წარმოებისა და კომერციალიზაციის უფლება აქვთ მინიჭებული. ექსპერიმენტული მედიკამენტი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იაპონიაში RVT-3101-ის სახელითაა ცნობილი.

მედიკამენტების შვეიცარიული მწარმოებლის ახალ აღმასრულებელ დირექტორს, თომას შინეკერს Roche-ს წამლების განვითარების ისტორიის აღდგენა სურს. გარიგების დადასტურების შემდეგ Roche-ს აქციების ფასი 0.1%-ით გაიზარდა, ხოლო პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, ვივეკ რამასვამის მიერ დაარსებული Roivant-ის აქციების ღირებულება 16.4%-ით გაიზარდა და $11.24-ს გაუტოლდა.

კომპანიის პროგნოზით, 2023 წელს, მედიკამენტების, Herceptin-ის, Avastin-ისა და Rituxan-ის გაყიდვების შემცირება გაყიდვების 1.1 მილიარდი შვეიცარიული ფრანკით ($1.23 მილიარდი) შემცირებას გამოიწვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები